Friday, June 14, 2019

პროექტის შესახებ - მისია და მიზნები


„ახალი სკოლის მოდელი“ ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღებს.

რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 50 სკოლაში განახლდება კომპიუტერული კლასები და აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები პედაგოგისთვის და მოსწავლისთვის იქნება დამხმარე საშუალება უნარების განსავითარებლად. სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით. მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ.

განათლების რეფორმის ფარგლებში Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. მასწავლებლები და მოსწავლეები ელექტრონული რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი, რათა შეძლონ ინფორმაციის მარტივად გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების აწყობა, ინფორმაციის გავრცელება, სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტური გამოყენება. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებში მედიაწიგნიერების განვითრებას.

მისია:

ხელი შეუწყოს საზოგადოების სასარგებლო წევრის ფორმირებას, რომელიც თავისი კომპეტენციებით პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს, აქვს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და სიცოცხლის განმავლობაში ზრდა-განვითარების უნარი.



მიზნები:

•სასკოლო კულტურის განვითარება



•სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება



წყარო: http://mes.gov.ge